მთაწმინდის ოლქის 7 უბნის მონაცემები: კახაძე – 2162 ხმა, შავგულიძე – 1288 ხმა

ამ წუთებში ცესკოს საიტზე მთაწმინდის საარჩევნო ოლქის 7 უბნის მონაცემები გამოქვეყნდა. მონაცემების მიხედვით, ლადო კახაძე დიდი უპირატესობით ლიდერობს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები, მეორე ტური
მთაწმინდა
უბანი 1 
შავგულიძე – 208, კახაძე -290

უბანი2

შავგულიძე -189, კახაძე – 307

უბანი 8
შავგულიძე- 154, კახაძე – 243
უბანი 13
შავგულიძე- 158, კახაძე – 379
უბანი18
შავგულიძე- 170, კახაძე – 266
უბანი22
შავგულიძე- 227, კახაძე – 348
უბანი33
შავგულიძე- 182, კახაძე – 329

თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული შესაბამის უბნებზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 13.2%, რაც რაოდენობრივად არის 5 814 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 10.4%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...