მთაწმინდის ოლქის 23 უბნიდან 23-ივეში ლადო კახაძემ გაიმარჯვა

ამ წუთებისთვის ცესკოს საიტზე მთაწმინდის საარჩევნო ოლქის 23 უბნის მონაცემებია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, ყველგან ლადო კახაძემ გაიმარჯვა.

ხმების რაოდენობა 23 უბნის მიხედვით ასე გადანაწილდა: შალვა შავგულიძე – 4769 ხმა, ლადო კახაძე – 7779 ხმა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 41.23%, რაც რაოდენობრივად 18 105 ამომრჩეველია. შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 34.27% იყო.

მთაწმინდის რაიონსი  31 საარჩევნო უბანი იყო, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909  ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლედნენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი: №13 შალვა შავგულიძე (ბლოკი ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები) და №41 ვლადიმერ კახაძე(ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...