მთაწმინდის ოლქის 13 უბნიდან ოპოზიციამ 13-ვე წააგო: შავგულიძე – 2456 ხმა, კახაძე -4211

ცესკოს საიტზე უბნების მიხედვით გამოქვეყნებული მონაცემები ამ დროისთვის ასეთია:

უბანი 1
შავგულიძე – 208, კახაძე -290
უბანი2
შავგულიძე -189, კახაძე – 307
უბანი 8
შავგულიძე- 154, კახაძე – 243
უბანი 13
შავგულიძე- 158, კახაძე – 379
უბანი18
შავგულიძე- 170, კახაძე – 266
უბანი22
შავგულიძე- 227, კახაძე – 348
უბანი33
შავგულიძე- 182, კახაძე – 329
უბანი 4
შავგულიძე – 152 კახაძე 288
უბანი14
შავგულიძე – 152 კახაძე 288
უბანი17
შავგულიძე – 140 კახაძე 214
უბანი19
შავგულიძე – 179 კახაძე 325

თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული შესაბამის უბნებზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 13.2%, რაც რაოდენობრივად არის 5 814 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 10.4%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...