მთაწმინდის 6 უბნის მონაცემებით ბექა ოდიშარიას 44 ხმა აქვს, შალვა შავგულიძეს – 18

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საუბნო კომისიებისგან მიღებულ ოქმებს აქვეყნებს.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის დათვლილია 6 უბნის მონაცემები, რაც ამ ოლქის საერთო რაოდენობის 6.98%-ს შეადგენს.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით საგრძნობი უპირატესობა აქვს “ქართული ოცნების” კანდიდატს ბექა ოდიშარიას, რომელსაც 44 ხმა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძე და მას 18 ხმა აქვს.

აღსანიშნავია რომ ამ 6 უბნიდან ერთ-ერთში მხოლოდ ბექა ოდიშარიას მონაცემებია აღნუსხული, სხვა კანდიდატების გრაფა კი ცარიელია, მაშინ, როდესაც სხვა უბნებში კანდიდატის გრაფა, რომლებსაც არცერთი ხმა არ აქვთ მიღებული X ნიშანი აქვს დასმული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად