მთაწმინდის 6 საარჩევნო უბანზე ლადო კახაძემ გაიმარჯვა

თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.

მისი თქმით, არჩევნების პროცესმა საარჩევნო უბნებში მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხარვეზების გარეშე ჩაიარა და ამომრჩევლებმა დაბრკოლების გარეშე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 41.23%, რაც რაოდენობრივად 18 105 ამომრჩეველია. შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 34.27% იყო.

მთაწმინდის რაიონში  31 საარჩევნო უბანი იყო, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909  ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლედნენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი: №13 შალვა შავგულიძე (ბლოკი ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები) და №41 ვლადიმერ კახაძე(ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

პარლამენტის შუალედური არჩევნები, მეორე ტური 6 უნის შედეგები ასეთია:

უბანი №1
შავგულიძე – 208, კახაძე -290

უბანი № 8
შავგულიძე- 154, კახაძე – 243

უბანი №13

შავგულიძე- 158, კახაძე – 379

უბანი №18

შავგულიძე- 170, კახაძე – 266

უბანი № 22

შავგულიძე- 227, კახაძე – 348

უბანი №33
შავგულიძე- 182, კახაძე – 329

 

9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა. 9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე 2 საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...