მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი “მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს, საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულების თაობაზე”.

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს წარუდგინეს კანონის პროექტი, რომელიც ეხება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულებას.

კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პროექტის მომზადების დროს შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და სამართლებრივი რეგულაციები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად