მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილეს მწარმოებელს ეწურება Covid-19 ვაქცინების მარაგი

ინდოეთში, მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი ელოდება კოვიდ-19 ვაქცინებს ინფექციის დამანგრეველი მეორე ტალღის ფონზე. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ინდოეთი, როგორც წესი, აწარმოებს მსოფლიოში ვაქცინების 60%-ზე მეტს, სწორედ იქ მდებარეობს ინდოეთის შრატის ინსტიტუტი (SII), მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი. თავისი წარმოების უზარმაზარი შესაძლებლობებით ქვეყანა გახდა COVAX-ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე. აღნიშნული პროგრამა აწვდის ვაქცინებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს. შარშანდელი შეთანხმების თანახმად, SII აწარმოებს 200 მილიონამდე დოზას 92 ქვეყნისთვის.

კვირას, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 261 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინდოეთში ერთ კვირაში მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს კი ეს მაჩვენებელი 14 მილიონს აღემატებოდა.

ქვეყნის შტატები და ქალაქები აწესებენ ახალ შეზღუდვებს, მათ შორის შაბათ-კვირის კომენდანტის საათი და ღამის კომენდანტის საათი დელიში, სადაც 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიგრანტი მუშაკები ასევე ტოვებენ დიდ ქალაქებს და მიდიან თავიანთი სოფლებისკენ, რადგან შიშობენ, რომ რაიმე სახის ბლოკირების შემთხვევაში რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

და ამ ყველაფრის შედეგად, ადგილობრივი ვაქცინების მარაგი ამოიწურა, მინიმუმ ხუთმა შტატმა აღნიშნა ვაქცინების მწვავე უკმარისობის შესახებ და ფედერალურ მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდა.

კრიზისის ფონზე, მთავრობამ და SII-მა COVAX-სთვის ვაქცინების მიწოდებიდან ყურადღება თავიანთ მოქალაქეების კეთილდღეობაზე გადაიტანეს.

ჯერჯერობით, ინდოეთმა უზრუნველყო 28 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა, დამატებით 40 მილიონი დოზის მიწოდება დაგეგმილია მარტში, ხოლო 50 მილიონის – აპრილში. COVAX-ი და ინდოეთის მთავრობა აგრძელებენ მოლაპარაკებებს მომარაგების დასრულების შესახებ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდოეთს მოუწია შეაჩეროს COVAX-სთვის მიწოდება: იანვარში, მთავრობამ შეზღუდა SII-ის მიერ AstraZeneca-ს ვაქცინების ექსპორტი იმიტომ, რომ მათ სურთ პირველ რიგში დაეხმარონ ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ სეგმენტებს, – თქვა SII-ის გენერალურმა დირექტორმა ადარ პუნავალამ.

მაგრამ ეს განმეორებითი შეფერხებები ძლიერ შეეხო ღარიბ ქვეყნებს. აფრიკის დაავადებათა კონტროლის ორგანოს დირექტორმა განაცხადა, რომ ინდოეთის საექსპორტო შეფერხება შეიძლება დამღუპველი იყოს კონტინენტისთვის, ხოლო პაკისტანმა, პროგრამის ერთ-ერთმა უდიდესმა მიმღებმა, გადაწყვიტა ვაქცინების კერძო იმპორტი და გაყიდვის უფლება გასცეს, რათა შეავსოს ეს ხარვეზი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...