მსოფლიოში ცნობილი ტაძრები, რომლებიც ერთხელ მაინც უნდა ნახო

მილანის კათედრალი, თაჯ-მაჰალი და ჰათლგრიმსკირკია – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაგებობებს შორის, რომელთა გამოც ტურისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ. გთავაზობთ 9 რელიგიურ შენობას, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს.

მილანის კათედრალი – გოთიკური სტილის საკათედრო ტაძარი იტალიის ქალაქ მილანში, მდებარეობს ქალაქის ცენტრის მთავარ მოედანზე. ის ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია იტალიაში, ხოლო მსოფლიოში – სიდიდით მეოთხე.

 

ბორობუდური –  მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება.

 

საგრადა-ფამილია – მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი“ (Temple Expiatori de la Sagrada Família). ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესისი ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.

 

ჰათლგრიმსკირკია – ლუთერანული ეკლესია ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში. ეს ნაგებობა სიმაღლით მეოთხეა ისლანდიაში ჰელისანდურის ერთტალღოვანი რადიოკოშკის, ეილარის გრძელტალღოვანი რადიოგადამცემისა და სმარატგორის კოშკის შემდეგ. ეკლესიას სახელი პოეტისა და სულიერი ლიდერის ჰალგრიმურ პიტურსონის პატივსაყოფად ეწოდა, რომლის კალამსაც ეკუთვნის წიგნი „ვნების ჰიმნები“. საყდრის პროექტი 1937 წელს არქიტექტორმა გულჟან სამუელსონმა მოამზადა. ეკლესიის მშენებლობას 38 წელი დასჭირდა. მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1986 წელს დასრულდა. კრიპტა და ქოროები 1974 წელს დაამთავრეს, კოშკი და ფრთები კი 1986 წელს. ეკლესია რეიკიავიკის ცენტრშია და ქალაქის ყველა წერტილიდან თავისუფლად მოჩანს. ჰათლგრიმურის საყდარი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ეკლესიაში დიდი ორგანი დგას, რომელიც გერმანელმა ბონელმა ოსტატმა იოჰანეს კლაისმა შექმნა. ორგანი მექანიკურია და 5275 მილი აქვს, სიმაღლით კი 15 მეტრს უტოლდება, ხოლო წონით 25 ტონაა. ეკლესია აგრეთვე გამოიყენება როგორც გადმოსახედი, რომლის ზეთავიდან მთელი რეიკიავიკი და მისი შემოგარენი მთები ხელისგულივით მოჩანს. საყდრის წინ ლეიფ ბედნიერის ქანდაკება დგას, რომელიც აშშ-მა აჩუქა კუნძულს 1930 წელს ისლანდიის პარლამენტის ათასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით.

 

თაჯ-მაჰალი – მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი. თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო. თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად