“მსოფლიოში საუკეთესო ირანისტი”, აღმოსავლეთმცოდნე მაგალი თოდუა გარდაიცვალა

გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (1995-2008) და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია, მსოფლიოში საუკეთესო ირანისტის ჯილდოს მფლობელი, აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი, მეცნიერი და მთარგმნელი მაგალი თოდუა გარდაიცვალა.

დაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი სალხინო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.

1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008წწ. იყო "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 1968 წლიდან არის სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე; 2008 წლიდან ჟურნალ "ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციი თემა – "გოლესთანის მიბაძვანი სპარსულ ლიტერატურაში" , დაიცვა 1954 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია" – 1967 წელს. 

კომენტარები
იტვირთება...