მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად ავსტრალიური Qantas აღიარეს

პორტალ AirlineRatings-ის ექსპერტების მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად 2020 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია არის ავტრალიური Qantas.

რეიტინგის დადგენის დროს სპეციალისტები ითვალისწინებდნენ ავარიების და სერიოზული ინციდენტების, ზედამხედველი ორგანოების, მომგებიანობას, უსაფრთხო ფრენების განსახორციელებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს, თვითმფრინავთა ასაკს და სხვა.

მეორე ადგილზე გავიდა ახალზელანდიური Air New Zealand, მესამეზე – ტაივანის EVA Air. ყველაზე საიმედო ავიაკომპანიათა ხუთეულში მოხვდნენ Etihad არაბეთის გაერთიანებული სამიროებიდან და Qatar Airways.

ყველაზე უსაფრთხო ბიუჯეტურ გადამზიდავებად დაასახელეს Air Arabia, Flybe (დიდი ბრიტანეთი), Frontier (აშშ), HK Express (ჰონგ-კონგი) და IndiGo (ინდოეთი).

რეიტნგში პირველ ადგილზე გასული ავიაკომპანია Qantas -ის
ბოინგ 787-9 Dreamliner -მა ნომბერში ყველაზე ხანგრძლივი შეუჩერებელი გადაფრენა განახორციელა. თვითმფრინავმა ლონდონიდან სიდნეის მიმართულებით ფრენის დროს ცაში 19 საათი და 19 წუთი დაჰყო და ამავე ავიაკომპანიის კუთვნილი რეკორდი 5 წუთით გააუმჯობესა.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად