მსოფლიოში პირველი “იახტა ლაინერი”, რომელშიც აპარტამენტები 11 მილიონ აშშ დოლარად იყიდება

დაივიწყეთ სუპერიახტები, გამოჩნდა ახალი საცხოვრებელი ხომალდი, რომელიც იმდენად დიდია, რომ მას “იახტა ლაინერს” უწოდებენ.

შთამბეჭდავი 728 ფუტიანი Somnio არის ყველაზე დიდი იახტა მსოფლიოში სიგრძით და მოცულობით, იგი წყალში 2024 წელს ჩაეშვება.

Somnio, რაც ლათინურად ნიშნავს “ოცნებას”, შეიქმნა შვედური კომპანიების Winch Design და Tillberg Design მიერ და აშენდება ნორვეგიელი გემთმშენებლისა და VARD-ის მიერ და დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაჯდება.

გიგანტური ხომალდის ექვსი სართული 39 აპარტამენტით იქნება აღჭურვილი, ასევე ბორტზე იქნება რესტორნები, ბარები და პლაჟის კლუბი.

ამასთან, ნასყიდობის პროცესი ხორციელდება “მხოლოდ მოწვევით ან მითითებით” და ბინის ფასები იწყება 11 მილიონი დოლარიდან. პროექტის სპიკერმა CNN Travel-ს დაუდასტურა, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე გაყიდულია.

მიუხედავად იმისა, რომ მფლობელების ვინაობა საიდუმლოდ იქნება შენახული, ისინი ისარგებლებენ კონსიერჟის სრული მომსახურებით, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს უდიდესი იახტის მისამართის ქონაზე.

მხედველობაში იქნა მიღებული ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, და გუნდი ხაზს უსვამს, რომ ბორტზე ხელმისაწვდომი იქნება “მსოფლიო დონის სამედიცინო დახმარება”, ასევე აღნიშნავენ, რომ ბორტზე მყოფი პირები დაცული იქნებიან პანდემიისა და სხვა დაავადებებისგან

“სომნიო იქნება ერთადერთი საცხოვრებელი სუპერიახტა მსოფლიოში, რომელიც შექმნილია ცხოვრების შესაძლებლობების შესაბამისად”, – თქვა სომნიოს თანადამფუძნებელმა კაპიტანმა ერიკ ბრედმა.

“მფლობელები გამოცდიან ზღვაზე ჭეშმარიტად უნიკალურ ცხოვრების წესს, გულდასმით შერჩეული გუნდითა და დაუსრულებელი გლობალური მარშრუტით, შერჩეული მიმართულებებით და გამოცდილებით, რომლებიც ამ ტიპის იახტას შეეფერება.”

ბორტზე არსებული ზოგადი კეთილდღეობის საშუალება მოიცავს 10,000 ბოთლიანი ღვინის მარანს, დეგუსტაციის ოთახს და სხვა.

სომნიოს გახსნა მას შემდეგ მოხდა, რაც გამოცხადდა მშენებლობის შესახებ ხელოვნურ კუნძულზე ბაჰამის კუნძულების მახლობლად, სადაც ქონების ფასი 19 800 დოლარიდან იწყება და 1 მილიარდ დოლარზე მაღლა ადის.

კომენტარები
იტვირთება...