მსოფლიოში ნავთობის ფასი 6,5%-ით დაეცა

ნავთობის ფასი, სამშაბათის ვაჭრობების შემდეგ 6%-ზე მეტით დაეცა.

თუკი 16 სექტემბერს Brent-ის მარკის ნავთობი ბარელზე 69-71 აშშ დოლარად იყიდებოდა, მომდევნო დღეს კოტირებების მაჩვენებლები უკვე ქვემოთ წავიდა. მინიმალურ მაჩვენებელზე ბარელზე 63,55 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო შუაღამისას – 64,15 აშშ დოლარი. ამაზე მოწმობს Investing.com-ის მონაცემები.

როგორც Bloomberg-ი იუწყება, ფასებზე იმოქმედა საუდის არაბეთის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობა იმაზე მოკლე ვადაში აღდგება, ვიდრე ვარაუდობდნენ. ერ-რიადში კი აცხადებენ, რომ Saudi Aramco-მ, რომლის ობიექტებზეც თავდასხმა განხორციელდა, უკვე 40%-ზე მეტად ფუნქციონირებს. ენერგეტიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ ნოემბრისთვის ქვეყანა დღეში 12 მილიონ ბარელამდე გაზრდის ნავთობის მოპოვებას, ხოლო უკმარისობის შემთხვევაში, ნავთობის თავისი მარაგებიდან შეავსებს.
კოტირებების დაწევაზე გავლენა ნავთობის ამერიკული ინსტიტუტის განცხადებამაც იქონია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მარაგები გასულ კვირას 592 ათასი ბარელით გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსებმა მისი მნიშვნელოვნად შემცირება იწინასწარმეტყველეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ არსებობს შიდა რეზერვების გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან მსოფლიოში ისედაც კვლავ ბევრი ნავთობია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნავთობი კვლავ ძვირი ღირს მსოფლიოში, ვიდრე ეს Saudi Aramco-ს ობიექტებზე თავდასხმამდე ღირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად