მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 42,5 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში, ბოლო დღის განმავლობაში 51,7 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ახლა 42 509 717 ადამიანია. ასეთ მონაცემებს გვაწვდის პორტალი Worldometers.

COVID-19 პანდემიის განმავლობაში თითქმის 31,3 მილიონი ინფიცირებული ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 152 284 ადამიანი გარდაიცვალა. ინფექციების უმეტესობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში – 8,7 მილიონზე მეტი (229,2 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 5,7 მილიონი გამოჯანმრთელდა). მეორე ადგილზეა ინდოეთი – 7,8 მილიონზე მეტი (გარდაიცვალა – 117,9 ათასი, გამოჯანმრთელდა – 7 მილიონი). ბრაზილიაში დაფიქსირებულია 5,3 მილიონზე მეტი შემთხვევა (გარდაიცვალა – 156,5 ათასი, გამოჯანმრთელებულია – 4,8 მილიონი).

რუსეთში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეში 16 521-ით გაიზარდა და 1,497,167 შეადგინა. საერთო ჯამში, ქვეყანაში 340 528 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად