მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 255 მილიონს გადააჭარბა

17 ნოემბრის დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 255 099 870 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია Worldometers–ის მონაცემები.

ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 499 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 129 847 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 230,635,853 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (48 161 377), ინდოეთი (34 466 598) და ბრაზილია (21 965 6849).

კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...