მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყების დღიდან 20 მილიონს გადააჭარბა.

ორშაბათს დილით, მსოფლიოში ინფიცირებულია 20,023,016 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობამ კი 733 ათასს გადააჭარბა. სულ განკურნებულია 12,897,813 ადამიანი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ინფიცირებულია შეერთებულ შტატები (5,044,435), მას მოსდევს ბრაზილია (3,035,422) და ინდოეთი (2,153,010). ხუთეულში ასევე შედიან რუსეთი (885,718) და სამხრეთ აფრიკა (559,859).

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონით გაიზარდა სამ დღეში. 7 აგვისტოს დილით ინფიცირებულტა რაოდენობამ გადალახა 19 მილიონიანი ნიშნული. ერთი კვირით ადრე, 2 აგვისტოს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა დაახლოებით 18 მილიონი შეადგინა.

9 აგვისტოს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის შედეგად 100 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა საპატივსაცემოდ სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად