მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 190 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 190 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

19 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19 190 597 409 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 427 576 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

გარდაცვლილთა რიცხვმა 4 093 145-ს მიაღწია.

ინფიცირების მაჩვენებლით ისევ აშშ ლიდერობს 3 723 155 შემთხვევით. მეორე ადგილზეა ინდოეთი (31 144 229), მესამეზე ბრაზილია (19 342 448).

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

კომენტარები
იტვირთება...