მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 140 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 140.32 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ კვირას გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 3 მილიონზე მეტი შეადგინა.

ჯანმოს სტატისტიკური მონაცემები ითვალისწინებს მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ინფიცირებული ადამიანებისა და გარდაცვლილთა შესახებ.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ინფიცირების მესამედზე მეტი დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (272 989), შემდეგ მოდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (254 847) და ევროპა (203 134).

შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში – 31 250 635. მას მოსდევს ინდოეთი (14 788 109), ბრაზილია (13 832 455), საფრანგეთი (5 178 513), რუსეთი (4 702 101), დიდი ბრიტანეთი (4 385 942), თურქეთი (4,212,645), იტალია (3,857,443), ესპანეთი (3,396,685), გერმანია (3,142,262), პოლონეთი (2,688,025) და არგენტინა (2,658,628).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...