მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 113,7 მილიონს გადააჭარბა

ჯონ ჰოპკინსის ამერიკული უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 113,7 მილიონს გადააჭარბა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 27 თებერვალს, მსოფლიოში კორონავირუსის 369 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო რაოდენობამ კი 113 784 735 ადამიანი შეადგინა. აქედან 2 525 401 ადამიანი გარდაიცვალა, 64 243 283 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...