მსოფლიოში, კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა ზედიზედ სამი დღეა, რაც იზრდება

მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზედიზედ ექვსდღიანი კლების შემდეგ, ზედიზედ სამი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ზრდა

პორტალ “worldometers.info”-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 21 მაისს მსოფლიოში 4934 კაცი გარდაიცვალა, 249-ით მეტი ვიდრე წინა დღეს.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 4934 კაციდან ნახევარზე მეტი – 2606 ანუ 52,82%,  აშშ-ის (1 418) და ბრაზილიის (1 188) წილად მოდის.

კონტინენტების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა – 1978+1453=3431 → 69,54%

ევროპა – 1 007 → 20,41%
აზია – 391 → 7,92%
აფრიკა – 105 → 2,13
ავსტრალია და ოკეანეთი – 0 → 0,00%

განვლილ 24 საათში ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი – 621 ანუ 61,67% დიდი ბრიტანეთის (358), იტალიის (156) და რუსეთის (127) წილად მოდის.

“worldometers.info”-ზე განთავსებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში  რეკორდული რაოდენობის კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა – 107 085

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად