მსოფლიოში, კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსი დღეა, რაც იკლებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენცია გაგრძელდა

პორტალ “worldometers.info”-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 12 მაისს მსოფლიოში 5561 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, ხოლო გუშინ, ზედიზედ ექვსდღიანი კლების შემდეგ, გარდაცვლილთა რაოდენობა 3445 იყო.

კორონავირუსით გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა მსოფლიოში ბოლოს 28 მარტს იყო – 3343

3445 გარდაცვლილიდან ნახევარზე მეტი – 1738 კაცი, აშშ-ის (1003) და ბრაზილიის წილად(735) მოდის.

კონტინენტების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა – 1217+998=2215 → 64,30%

ევროპა – 780 → 22,64%
აზია – 377 → 10,94%
აფრიკა – 72 → 2.09
ავსტრალია და ოკეანეთი – 1 → 0,03%

ევროპაში გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილთა ზუსტად ნახევარი – 390 კაცი – მოდის დიდ ბრიტანეთზე (160), საფრანგეთზე (131) და იტალიაზე (99).

ევროპაში გუშინ გარდაცვლილთა 28,7% რუსეთის (91), გერმანიის (79) და ესპანეთის (59) წილად მოდის.

ევროპის კიდევ 21 ქვეყანაში ერთად აღებულში 166 კაცი (21,3%) გარდაიცვალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად