კორონავირუსული პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 406 283 ადამიანს მიაღწია, ამის შესახებ ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი იუწყება.
ამ დროის განმავლობაში დაფიქსირდა COVID-19-ით ინფიცირების 59 620 502 შემთხვევა, 38 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
Worldometer პორტალი, რომელიც სპეციალიზირებულია ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენების სტატისტიკაში, აცხადებს, რომ პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 60,072,538 ადამიანს მიაღწია, მსხვერპლთა რაოდენობამ კი – 1,413,684-ს.
კორონავირუსით სიკვდილიანობის დონე პლანეტის 1 მილიონ მოსახლეზე 181.4-ია.