მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, 14 აგვისტოს დილის მონაცემებით, გადააჭარბა 21 მილიონს. პანდემიამ მოიცვა 188 ქვეყანა. შესაბამისი მონაცემები worldometers ვებგვერდეზა მოცემული.

მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულია 21,095,525 ადამიანი. პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში დაიღუპა 757,779 ინფიცირებული ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 13,946,466 პაციენტი.

ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა SARS-CoV-2-სგან არის შეერთებული შტატები (ინფიცირებულთა რიცხვმა გადააჭარბა 5.4 მილიონს). მეორე ადგილზეა ბრაზილია (3.2 მილიონი ადამიანი), მესამე ადგილზე ინდოეთი (2.4 მილიონი ადამიანი). მეოთხე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (912 ათასი ადამიანი), მას მოსდევს სამხრეთ აფრიკა (572 ათასი ადამიანი). ტოპ ათეულში ასევე არის პერუ, მექსიკა, კოლუმბია, ჩილე და ესპანეთი.

ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა რეგისტრირებულია შეერთებულ შტატებში – 757,779 ადამიანი. ბრაზილიაში დაღუპულთა რიცხვმა 105 000-ს გადააჭარბა. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროპულ ქვეყნებშიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად