მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ სამშაბათს 20 მილიონს გადააჭარბა. ამაზე მოწმობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები, რომელიც გათვლებს საერთაშორისო ორგანიზაციების, ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე დაყრდნობით აწარმოებს.

ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა 20,001,019 ადამიანია, ხოლო დაიღუპა 733,103 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 12,209,074. ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა (5,079,941) დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში.

მას მოსდევს ბრაზილია (3,035,422) და ინდოეთი (2,215,074).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად