მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 260 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 259 465 036-მდე გაიზარდა. ამას აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 5 174 655 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყნების რიცხვში, სადაც COVID-19-ით ინფიცირების 20 მილიონზე მეტი შემთხვევაა, კვლავ შედიან ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია.

პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც ინფიცირების 48 091 937 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 775 397 შეადგინა.

შემდეგი მოდის ინდოეთი, სადაც გამოვლენილია 34,544,882 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 466 980-მდე გაიზარდა.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც პანდემიის დროს COVID-19-ის 22 43 112 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 613 339 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...