მსოფლიოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, COVID19-ით 2 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში, 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე, თითქმის 2 მილიონით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი – 37,7 ათასით გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO).

როგორც მის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი, კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30.6 მილიონს გადააჭარბა, რაც თითქმის 2 მილიონით, ანუ 6%-ით მეტია, ვიდრე წინა კვირის მაჩვენებელი. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, WHO-მ მიიღო ინფორმაცია 37,7 ათასი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც 10%-ით ნაკლებია 7-დან 13 სექტემბრამდე არსებულ მაჩვენებელზე. 20 სექტემბრის მონაცემებით, ორგანიზაციამ დაადასტურა ინფორმაცია 950 ათასი ადამიანის გარდაცვალების შესახებ.

ყველაზე ცუდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიმჩნევა ამერიკაში, სადაც გასულ კვირაში შემთხვევების რაოდენობა 38% -ით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით. ამავდროულად, ამავე პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, ამ რეგიონში თითქმის 770 ათასი ადამიანი დაინფიცირდა 14-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 15,5 მილიონს მიუახლოვდა. შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 19 ათასზე მეტი გარდაცვალება, ხოლო 20 სექტემბრის მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა თითქმის 530 ათასი იყო.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში თითქმის 700 ათასი ადამიანი დაინფიცირდა გასული კვირის განმავლობაში და მათი საერთო რიცხვი 6.1 მილიონს მიუახლოვდა. სიკვდილიანობის რაოდენობამ 101 ათასს გადააჭარბა, რაც 9.3 ათასით მეტია, წინა კვირის მაჩვენებელზე.

ევროპაში 14-დან 20 სექტემბრამდე დაფიქსირდა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონებს შორის – 27%-ით მეტი წინა შვიდი დღის მაჩვენებელთან შედარებით. კვირაში 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 230 ათასს მიუახლოვდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 360 ათასით გაიზარდა – 5,2 მილიონამდე.

ინდოეთში, ინფიცირებულთა რიცხვი შვიდი დღის განმავლობაში 646 ათასზე მეტით გაიზარდა, შეერთებულ შტატებში – 275 ათასზე მეტით, ბრაზილიაში – 213 ათასზე მეტით. ევროპაში, გასულ კვირაში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში (თითქმის 67 ათასი ) მეორე ადგილი ესპანეთს უჭირავს (50 ათასზე მეტი), მესამეა რუსეთი (40 ათასზე მეტი). ბოლო ერთ კვირაში, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი ლიდერობს – გარდაიცვალა 8 ათასზე მეტი ადამიანი, მას მოსდევს აშშ (5,6 ათასი) და ბრაზილია (5,3 ათასი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად