მსოფლიოს წამყვანი სპორტული მოვლენები “სილქუნივერსალზე” და Silk Sport არხებზე – სილქნეტი სპორტის მოყვარულებს სიახლეებს სთავაზობს

სპორტულ სატელევიზიო არხებზე ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის თამაშები მიმდინარეობს, ასევე NBA წინასასეზონო მატჩების თვალის მიდევნებაა შესაძლებელი. ახალ სატელევიზიო სეზონზე  “სილქუნივერსალი” განსაკუთრებით დატვირთული საეთერო პროგრამით მაუწყებლობს. არხზე ჩემპიონთა, ევროპის და ლა ლიგას  ყველა ძირითადი მატჩის ტრანსლირება ექსკლუზიურად მიმდინარეობს. ასევე, დღის მანძილზე სპორტის სხვა სახეობის შეხვედრების თვალის მიდევნებაა შესაძლებელი.  ეს არხი SilkTV-ის გარდა,  ციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს.

სილქნეტი,  რამდენიმე წელია ექსკლუზიურად, HD ხარისხით, ქართულ ენაზე აშუქებს წამყვან სპორტულ ღონისძიებებს:

  • ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა,   ესპანეთის პრიმერა დივიზიონი,  ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის, აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები.
  • კალათბურთი – NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.
  • ჩოგბურთი – ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.
  • რაგბი – მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.
  • ხელბურთი – მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).
  • ძიუდო – მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;
  • ძალოსნობა – მსოფლიოს ჩემპიონატი.
  • მძლეოსნობა – ბრილიანტის ლიგა
  • დოღი – ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი
  • მოტო სპორტი – მსოფლიო ჩემპიონატი.

კომპანიას სპორტის მოყვარულებისთვის სამი სპორტული არხი (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3)  და  თემატური პაკეტები აქვს შექმნილი:

“სპორტ ექსკლუზივი” თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხი; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ – ყოველთვიური გადასახადი 5 ლარია.

Silk Sport არხები ასევე რამდენიმე პაკეტშია გადანაწილებული. აბონენტს შეუძლია გაიაქტიუროს:
პაკეტიმიქსი 1″ (8 არხი), მასში შედის Silk Sport  HD 1, რომელიც ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ახდენს და Setanta + და ასევე რეიტინგულ კინოარხებს მოიცავს. ამ თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.

თემატური პაკეტიმიქსი 2″ (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2; Silk Sport 3 შევიდა; ასევე Setanta  და 5 კინოარხი. პაკეტის ყოველთვიური საფასური 4 ლარია.

პაკეტის შეუცვლელად ან თემატური სპორტული არხების გააქტიურების გარეშე, სპორტის გულშემატკივარს შეუძლია 24 საათით ჩაირთოს მისთვის სასურველი ნებისმიერი არხი, მათ შორის – სპორტულიც. ერთი დღით, ნებისმიერი ერთი არხის გააქტიურება 1 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე სპორტული არხები ხელმისაწვდომია სილქნეტის აპლიკაციით  Silk Go.  iOS: https://apple.co/2QpSHAd Android: http://bit.ly/SilkTVgo, ხოლო სხვა ინტერნეტქსელის მომხმარებლებისთვის “სილქნეტს” შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა, ამ სერვისით თვეში 15 ლარად 57 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის, Silk-ის სპორტული არხები და Silk უნივერსალი, რაგბი ტვ – გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად