მსოფლიოს წამყვანი ბანკების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

შვეიცარიის მარეგულირებელმა კომისიამ, WEKO-მ  მსოფლიოს წამყვანი ბანკების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

შვეიცარიელებს ეჭვი აქვთ, რომ ბრიტანული  HSBC Holdings-ი ,  Barclays-ი   გერმანული Deutsche Bank-ი   შვეიცარიული UBS Group და Julius Baer Group  ასევე ამერიკული Morgan Stanley  ძვირფასი მეტალების ფასებით სპეკულირებდნენ. ეჭვქვეშაა იაპონური Mitsui & Co-ც. WEKO-ში მიაკვლიეს გარკვეულ ნიშნებს იმისას, რომ მსოფლიოს წამყვანი ბანკები გარიგდნენ და  ძვირფასი მეტალების ფასებით მალიპულაცია დაიწყეს. გამოძიება შესაძლოა 2017 წლამდე გაგრძელდეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმი რაითაც ბანკებმა შესაძლოა პასუხი აგონ, ჯარიმაა წერს Bloomberg -ი. თუმცა,  გამოცემის ინფორმაციით, ეს ჯარიმა შესაძლოა საკმაოდ სოლიდური გამოდგეს.

კომენტარები
იტვირთება...