მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ჯანმო-მ კვლევაში ჩართო

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში მიიღებს მონაწიოლეობას – ამის შესახებ ინფექციური-პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონა ინფიცრებული პაციენტების მკუნალობას  რემდესივირით დაიწყებენ, რომელიც პირველად შემოვა საქართველოში.

ინფექციური-პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძვანელი ამბობს, რომ ჯანმო-ს კვლევით ერთმანეთს შედარდება 4 მედიკამენტი:  “რემდესივირი; პლაქვენილი; რიტონავირი (ლოპინავირ/რიტონავირი), რომელიც ორი დამოუკიდებელი მედიკამენტის კომბინაციაა – ეს არის შიდსის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც საქართველოში გვაქვს, შიდსიანების სამკურნალოდ,  და მეოთხე არის იგივე, ლოპინავირ/რიტონავირი + ბეტა ინტერფერონი. აი ეს ოთხი მიმართულება იქნება”.

თენგიზ ცერცაძის განმარტებით, “კვლევებში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის და კლინიკისთვის ნიშნავს, რომ იყო კორონა ვირუსთან ბრძოლის ავანგარდში. იმიტომ რომ კვლევაში ყოველთვის მოწმდება ყველაზე იმედისმომცემი და პოტენციურად ეფექტიანი მედიკამენტები. თან, მოწმდება მაღალი საერთაშირისო სტანდარტის პროტოკოლებით, რომელთა შედეგების ნამდვილობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია

საქართველო მონაწილეობას მიიღებს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კვლევაში, ეს არის ჯანმო-ს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის) კვლევა, ეს არის მულტიცენტრული კვლევა. რამდენიმე ქვეყანაა ჩართული და საქართველოს, ალბათ როგორც ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყნას შესთავაზეს და ცხადია ჩვენმა სამინისტრომ უარი არ თქვა”.

ინფექციონისტი ამბობს, რომ კვლევაში პაციენტები აბსოლუტურად ნებაყოფილობით ჩაერთვებიან, ყველა მოაწერს ხელს ინფორმირებულ თანხმობას.

“ძნელი წარმოსადგენია, ადამიანები ვართ, თუმცა ყველანაირი ადამიანი შეიძლება შეგხვდეს რაღაც მოსაზრებებით , ზოგიერთი ახალ პირადობის მოწმობას არ იღებს რაღაც მოსაზრებებით. თუ ასეთ გამონაკლისებს არ ჩავთვლით, მაშინ სავარაუდოა, რომ ყველა სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას. ჯერ ერთი, ამ პროტოკოლში ჩართულია სადღეისოდ 4 ყველაზე ეფექტური მედიკამენტი, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ, სხვა არაა მსოფლიოში. მეორე, თვითონ ამ კვლევის დიზაინია ძალიან მაღალი დონის, რაც უზრუნველყოფს პაციენტების მაღალ დონეზე მომსახურებას.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ოთხივე მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა სხვა მედიკამენტებზე მეტი და არა სიცოცხლისთვის საშიში.

თუ მას იყენებს კვალიფიციური ექიმი, უნდა გაითვალისწინოს უკუჩვენებები და არ უნდა დაუნიშნოს არც რემდესივირი და არც პლაქვენილი, რომელსაც უკუჩვენება აქვს და პლუს აწარმოოს მჭიდრო მონიტორინგი. ეს პაციენტებისთვის იქნება უსაფრთხო” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად