A1 ბანერი

მსოფლიოს ჩემპიონ ძმებ კენჭაძეებს, დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ თბილისში ბინა აჩუქა

23-წლამდელთა შორის, მსოფლიო ჩემპიონ ძმებს, მოჭდავეებს, ნიკა და ავთანდილ კენჭაძეებს, დღეს, რაჭაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ძმებს თბილისში ორ-ოთახიანი ბინა აჩუქა.

ძმებ კენჭაძეებს დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით თბილისში ორ ოთახიანი ბინა გადაეცემათ. ამის შესახებ განცხადება მან ჭრებალოს სპორტულ დარბაზში გააკეთა. საჩუქარი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია, რადგან ბიჭებს ამ დრომდე თბილისში საკუთარი სახლი არ ჰქონდათ.

უბერნატორისა და მუნიციპალიტეტის ხელძღვანელების გადაწყვეტილებით კი ახლადაშენებულ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს მათი სახელი მიენიჭება.

ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეებმა ბუქარესტში გამართულ 23 წლამდელთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს.

ძმები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ტოლიდან არიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭრებალოს საჯარო სკოლაში სწავლობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...