მსოფლიოს 65 ქვეყნიდან 7-ში კორონავირუსით ინფიცირებულები სრულად განიკურნენ

კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის ტემპს კორონავირუსისგან სრულად განკურნებულთა ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად სჭარბობს.

შეგახსენებთ, 21 თებერვლისთვის მსოფლიოში 76 497 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. სრულად განკურნებულთა რაოდენობა 18 424 კაცს შეადგენდა ანუ 24,1%, გარდაცვლილთა კი 2247 კაცს ანუ 2,9%-ს.
 
ამ დროისთვის არსებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში სულ დაფიქსირებულია 87 674 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ანუ ზრდა შეადგენს 14,6%-ს. სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 42634 კაცი ანუ ზრდა შეადგენს 131%-ს. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ პერიოდში 22 47-დან 2994-მდე გაიზარდა ანუ ზრდამ შეადგინა 33,2%.
 
დღეისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია მსოფლიოს 65 ქვეყანაში:
 
ჩინეთი – 79828
სამხრეთ კორეა – 3736
იტალია – 1128
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 705
ირანი – 978
იაპონია – 252
გერმანია – 117
სინგაპური – 106
საფრანგეთი – 104
ჰონგ-კონგი – 95
ესპანეთი – 73
აშშ – 69
კუვეიტი – 46
ტაილანდი – 42
ბაჰრეინი – 41
ტაივანი – 40
ავსტრალია, მალაიზია – 25
დიდი ბრიტანეთი – 23
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 21
კანადა – 20
შვეიცარია – 19
ნორვეგია – 17
ვიეტნამი – 16
ავსტრია – 14
ერაყი, შვედეთი – 13
მაკაო – 10
ისრაელი, ლიბანი, ნიდერლანდები, საბერძნეთი – 7
ომანი, ხორვატია – 6
ფინეთი – 5
მექსიკა, პაკისტანი – 4
აზერბაიჯანი, დანია, ინდოეთი, რუმინეთი, საქართველო, ფილიპინები – 3
ალჟირი, ბელგია, ბრაზილია, რუსეთი – 2
ავღანეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი, ეგვიპტე, ეკვადორი, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კამბოჯა, კატარი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მონაკო, ნეპალი, ნიგერი, სან მარინო, სომხეთი, შრი ლანკა, ჩრდილოეთ მაკედონია – 1
 
გარდა ამისა, კორონავირუსი დაუფიქსირდა საკრუიზო გემ “ბრილიანტის პრინცესაზე” მყოფ ინფიცირებულთაგან 36-ის მდგომარეობა.
 
ჩამოთვლილი 65 ქვეყნიდან 8-ს არცერთი კორონავირუსით ინფიცირებული აღარ ჰყავს. ყველა ინფიცირებული განიკურნა ვიეტნამში (16), ინდოეთში (3), რუსეთში (2), ეგვიპტეში (1), კამბოჯაში (1), ნეპალში (1) და შრი ლანკაში (1) , ხოლო ფილიპინებში სამი ინფიცირებულიდან 2 განიკურნა, ერთი კი გარდაიცვალა.
 
მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები ჰყავთ:
 
ჩინეთში – 7356
იტალიაში – 105
იაპონიაში – 19
სამხრეთ კორეაში – 10
საფრანგეთში – 8
სინგაპურში – 7
ჰონგ კონგში – 6
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ესპანეთში – 2
აშშ-ში, ეკვადორში, სან მარინოში, ტაივანში – 1
 
მძიმედ არის შეფასებული აგრეთვე საკრუიზო გემ “ბრილიანტის პრინცესაზე” მყოფი 36 კაცის მდგომარეობა.
 
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მძიმე იყო სრულად განკურნებულ პაციენტთა მდგომარეობა და ერთნაირია თუ არა სხვადასხვა ქვეყნის მიერ პაციენტთა მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები, არ არის ხელმისაწვდომი.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად