მსოფლიოს 35 ქვეყნის 1700-მდე მორბენალი – ბათუმში ღამის მარათონი დაიწყო

 საერთაშორისო მარათონმა უკვე მეორედ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო.

შეჯიბრი 4 ტიპის გარბენს მოიცავს და მასში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1700-მდე მორბენალი ასპარეზობს. გახსნის ღინისძიებაზე გარბენში სიმბოლურად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ჩაერთო.

“მნიშვნელოვანია გარბენი, არა მარტო იმიტომ, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, იგი ტურისტული თვალსაზრისითაც მომგებიანია ბათუმისთვის”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მარათონში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ფასიანი იყო, თანხა კი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს – “ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს” გადაეცემა. მონაწილეს, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს მედალი გადაეცემა, გამარჯვებულებს კი ფულადი ჯილდო. მარათონი გალა კონცერტით დასრულდება. შეკრებილების განწყობაზე სოფო ბათილაშვილი, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი NIUTONE იზრუნებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...