“მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში “გაზპრომის” მოწინააღმდეგენი არიან”

"მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში არ არიან მხოლოდ ისინი, ვინც  "გაზპრომთან" ლაპარაკობენ", – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე #არაგაზპრომს განაცხადა. 

"ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის ფასი, რომელიც მოუწევთ გადაიხადონ, მათ შორის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვასთან დაკავშირებით."

პროტესტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ მომენტში მოაქვს თუ არა შედეგი მას. 

ასე იყო "რუსთავი 2"-ზეც, პროტესტმა მოიტანა შედეგი. ასე იქნება ყოველთვის, რაც არ უნდა უტიფრად გამოიყურებოდეს ხელისუფლება, პროტესტი მოიტანს თავის შედეგს", – განაცხადა ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად