მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო დღე თბილისში აღინიშნა

დღეს საქართველომ მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლა, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება. ასევე თბილისში დასრულდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს ორდღიანი სხდომა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების განსავითარებლად.

გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ მსოფლიომ საქართველო გაიცნო როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნა.

„დღეს, საქართველოში მსოფლიო ზეთისხილის ასამბლეა ტარდება. 40 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული.  მოხარული ვარ, რომ ეს ასამბლეა საქართველოში წარმატებით დამთავრდა. იმასაც გეტყვით, რომ გუშინ 48 ქვეყნის წარმომადგენელი ფეხზე მდგომი ტაშს უკრავდა საქართველოს. ამბობდნენ, რომ ასეთი კარგი ღონისძიება არცერთ ქვეყანაში ჩაგვიტარებიაო.

48 ქვეყანამ გაიცნო საქართველო, როგორც ზეთისხილის უმაღლესი ხარისხის მწარმოებელი ქვეყანა. დღეს მოხდა ორმაგი დაუბეგრაობის ხელშეკრულების გაცნობა,  ანუ აქ წარმოებული პროდუქცია შეუძლიათ გაიტანონ საქართველოს ფარგლებს გარეთ. როლითაც ძალიან დაინტერესდნენ ინვესტორები. უკვე გამოიხატა რამდენიმე ქვეყნის ჯგუფი, რომლებმაც კონკრეტული ინვესტიციების განხორციელება გადაწყვიტეს საქართველოში.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ვიზიტმა ამ ღონისძიებაზე საქართველოს მოუტანა ცნობადობის ამაღლება. ასევე აქ არიან ბრიტანელები, ევროპელები და საუდის არაბეთიდან ინვესტორები, რომლებმაც უკვე მიიღეს გადაწყეტილება საქართველოში ზეთისხილის დარგში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. „ – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

ცნობისთვის,  24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით გაიმართა, სადაც ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა.

ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ ჩაუყარა. ზეთისხილს საქართველოში წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება.

სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო-პირობებთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს, რათა მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მთავარი მიზნების მიღწევაში – პოპულარიზაცია, კომერციული საქმიანობა და ზეთისხილის პროდუქტების მოხმარება.

კომენტარები
იტვირთება...