მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიაში, ჟენევის მახლობლად მდებარე სოფელ მისის საკალთბურთო დარბაზში გამართულ კენჭისყრაზე მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიაში, ჟენევის მახლობლად მდებარე სოფელ მისის საკალათბურთო დარბაში, რომელიც  2003-2018 წლებში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივნის, პატრიკ ბაუმანის სახელს ატარებს, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
 
საქართველო ევროპის ზონის G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად მოხვდა.
 
ჯგუფში პირველ-მესამე ადგილზე გასული სამი გუნდი H ჯგუფის პირველ-მესამე ადგილზე გასულ სამ გუნდთან ერთად განაგრძობს ბრძოლას შემდეგ ეტაპზე, საიდანაც სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. მეორე ეტაპზე გასულ გუნდებს პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშები მატჩების შედეგები გადაყვებათ.
 
პირველი ეტაპის შეხვედრების განრიგი საქართველოს მონაწილეობით ასეთია:
 
26.11.2021 საქართველო-უკრაინა
29.11.2022 ესპანეთი-საქართველო
24.02.2022 საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია
27.02.2022 ჩრდილოეთ მაკედონია -საქართველო
01.07.2022 უკრაინა-საქართველო
04.07.2022 საქართველო-ესპანეთი
კომენტარები
იტვირთება...