მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე: მომავალი ვასკვლავები კმაყოფილნი დარჩებიან ქვეყნის დახვედრით

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბერნარდ ლაპასე საქართველოს რაგბის კავშირს 2017 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობას ულოცავს. როგორც ბერნარდ ლაპასემ განაცხადა, მსოფლიო რაგბის მომავალი ვასკვლავები ქვეყნის უნიკალური სტუმართმოყვარეობით კმაყოფილები დარჩებიან.

„მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს ამ პრესტიჟული ღონისძიების – 2017 წლის 20 წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ტურნირის მასპინძლობისათვის გაწეული ინვეტიციისთვის. 2017 წლის ამ უდიდეს ღონისძებაში მონაწილეობისას, მსოფლიო რაგბის მომავალი ვასკვლავები ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან ქვეყნის უნიკალური სტუმართმოყვარეობითა და თბილი დახვედრით, რომელიც მდიდარი კულტურული და სპორტული მემკვიდრეობით გამოირჩევა",-განაცხადა ბერნარდ ლაპასემ. 

2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლად საქართველოს დასახელება მსოფლიო რაგბის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც ამ კვირას დუბლინის შეხვედრის დროს შედგა. ტურნირის ზუსტი თარიღები და სათამაშო მოედნები უახლოს მომავალში გამოცხადდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად