მსოფლიო მასშტაბით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, სათბურის აირების ემისიების კონცენტრაციამ ატმოსფეროში საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულ საკითხი ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 25-ე კონფერენციაზე განიხილეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილებისათვის ქმედებების გაძლიერებისკენ მოუწოდა და აღნიშნა რომ, უკანასკნელი 5 წელი იყო რეკორდულად ცხელი, რასაც თან ახლავს ბუნებრივი კატასტროფების, გვალვების და ხანძრების გახშირება.

კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ექსპერტები, კერძო და სამეცნიერო სექტორების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოსა და ფონდს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი 1994 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული კონვენციაში არსებული მექანიზმების მუშაობასა და მოლაპარაკების პროცესში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად