მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) დაამტკიცა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კომპანია AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნეს. გამოსაყენებლად დამტკიცებულია ვაქცინის ორივე ვერსია.

საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა. WHO-ს თანხმობის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინა გავრცელდება საერთაშორისო პროგრამა COVAX-ით, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებს გაუმარტივოს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე წვდომა.

WHO-ს ინფორმაციით, AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის ChAdOx1-ის ეფექტურობა 63.09%-ია, მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...