მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: COVID-19 ჰაერის მეშვეობით არ გადადის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაციის მიხედვით, COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსი, ადამიანიდან ადამიანზე ჰაერის გზით არ გადადის. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსი ძირითადად წვეთოვანი გზით გადადის, როდესაც ადამიანი აცემინებს, ახველებს, ან საუბრობს.

“ვირუსი, რომელიც COVID-19-ს იწვევს, ძირითადად გადადის წვეთოვანი გზით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს, ან საუბრობს. ეს წვეთები კი ზედმეტად მძიმეა იმისათვის, რომ ჰაერში გაჩერდეს, ისინი მალევე ცვივა ზედაპირზე.

შესაძლოა დაინფიცირდეთ, თუკი უკვე დაინფიცირებული ადამიანისგან 1 მეტრამდე მანძილზე დგახართ, ან ხელით შეეხეთ ზედაპირს, რომელზეც ვირუსი და შემდეგ ამ ხელით, სანამ დაიბანდით, შეეხეთ თვალებს, ცხვირს, ან პირს.

იმისათვის, რომ თავი დაიცვათ ინფიცირებისგან, დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია და დეზინფექცია გაუკეთეთ ხოლმე იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით ხოლმე. ასევე რეგულარულად დაიბანეთ ხოლმე ხელები და მოერიდეთ თვალების, ცხვირისა და პირის შეხებას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად