მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: ებოლას აფრიკაში წელს დავამარცხებთ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი მარგარეტ ჩანი დარწმულებილია, რომ ებოლაზე სრული გამარჯვების დღე შორს აღარაა. 

როგორც გაეროსათვის წარდგენილ მის მოხსენებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად ებოლას ვირუსის სრული აღმოფხვრა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა დადებითი ტენდეცია აშკარაა. „ლიბერიაში შევძელით და ვირუსის გავრცელება საწყის სტადიაზევე აღვკვეთეთ. სიერა-ლეონესა და გვინეაში დაავადების მხოლოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, – განაცხადა ჩანმა.
„თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტენდეციას შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლოსათვის ინფიცირების შემთხვევები ნულს გაუტოლდება, ებოლა დამარცხდება“, – მიაჩნია ჩანს.
მისი შეფასებით სიერა ლეონეს, გვინეის და ლიბერიის მთავრობებმა თავიანთი აქტივობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვირუსის გავრცელების არეალის ლოკალიზებაში. რაც მარგარეტ ჩანის აზრით, ვირუსის დამარცხების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა. ამავდროულად ჩანი დარწმუნებულია, რომ აუცილებელია მსოფლიო ძალისხმევის გაორმაგება ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. „მომავალში, შესაძლოა, ჩვენ კვლავ დავდგეთ მსგავსი გამოწვევის წინაშე, არავინ იცის სად, როდის და როგორ შემოგვიტევს ვირუსი, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ“, – აცხადებს მარგარეტ ჩანი.
2014 წლის სექტემბერში დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებში ებოლას ვირუსით ყოველდღიურად 150 ადამიანი ინფიცირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად