მსოფლიო ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს ოზურგეთში მოსახლეობა ოვაციებით შეეგება

ოზურგეთელ მსოფლიო ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს მშობლიურ ქალაქში მოსახლეობა ოვაციებით შეეგება.

დავით ჩხარტიშვილი, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა საკუთარ ქალაქში დაბრუნდა. ჩემპიონს ადგილობრივი მოსახლეობა, სპორტსმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

მსოფლიო ჩემპიონს გამარჯვება “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმაც მიულოცეს. 

შეგახსენებთ, რომ 55 კგ წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილმა მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ფინალურ შეხზვედრაში დავით ჩხარტიშვილი იაპონელ იო ნამბას დაუპირისპირდა, რომელსაც 3:2 სძლია და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად