მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში საპრიზო ადგილებს ვერ შევწვდით

სანკ-პეტერბურგში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში.

10 ქულა დააგროვა და შარშან მოპოვებული ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა ჩინელმა ჟუ ვენჟუნ. მეორე 9 ქულით ირანელი სარასადატ ხადემალშარიჰი იყო, მესამე კი რუსი ალექსანდრა გარიაჩკინა. 

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი ჩემპიონატის მონაწილეთა შორის მე-18 რეიტინგის მქონე მერი არაბიძემ აჩვენა. მან 12 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილი დაიკავა.

სხვა ქართველ მოჭადრაკე ქალთა შედეგები ასეთია:

36. ლელა ჯავახიშვილი – 7,0 ქულა
41. ნინო ბაციაშვილი – 7,0 ქულა
42. ნანა ძაგნიძე – 6,5 ქულა
46. ბელა ხოტენაშვილი – 6,5 ქულა
67. ნინო ხომერიკი – 6,0 ქულა
112. ქეთი წაწალაშვილი – 4,0 ქულა

კაცებში პირველი რუსი დანილ დუბოვი იყო 11 ქულით. 10,5-10,5 ქულა დააგროვეს აზერბაიჯანელმა შახრიარ მამედიაროვმა, ამერიკელმა ჰიკარუ ნაკამურამ, რუსმა ვლადისლავ არტემიევმა და ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა. ადგილები მათ შორის ჩამოთვლილის შესაბამისად განაწილდა.

ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები ასეთია:

26. ბაადურ ჯობავა – 9,5 ქულა
27. ივან ჩეპარინოვი – 9,5 ქულა
51. მიხეილ მჭედლიშვილი – 9,0 ქულა
52. ლევან ფანცულაია – 9,0 ქულა
133. თორნიკე სანიკიძე – 7,0 ქულა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად