მსოფლიო ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ლევან ფანცულაია ლიდერთა შორისაა

დღეს სანკტ-პეტერბურგში ქალთა და კაცთა შორის სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. 

კაცებმა სულ გასამართი თხუთმეტი ტურიდან პირველი ხუთი ტურის პარტიები ითამაშეს.

ქართველმა მოჭადრაკეთა მონაგარი პირველ ხუთ ტურში ასეთია:
ლევან ფანცულაია – 3,5 ქულა
ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი და მიხეილ მჭედლიშვილი – 3,0 ქულა თითოეულს
თორნიკე სანიკიძე – 2,0 ქულა.

4,5-4,5 ქულით ირანელი ალირეზა ფიროუზა და რუსები – იან ნეპომნიაშჩიი და დმიტრი ანდრეიკინი ლიდერობენ. მსოფლიო ჩემპიონს სწრაფ ჭადრაკში, ინდოელ ვიშვანათან ანანდს 3,5 ქულა აქვს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონს კლასიკურ და ელვისებურ ჭადრაკში, ნორვეგიელ მაგნუს კარლსენს კი 3,0 ქულა

 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად