მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძიუდოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტებულია

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 9 დღე რჩება, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კი ამ დრომდე განაცხადი ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია.

როგორც "აიპრესმა" გაარკვია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე უკვე დარეგისტრირებულია ის 10 სპორტსმენი, რომელიც ბაქოში საქართველოს ღირსებას დაიცავს.

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ღირსებას, პლანეტის პირველობაზე, მხოლოდ მარიამ ჯანაშვილი (-52კგ) დაიცავს.

რაც შეეხება მამაკაცებს, ეროვნული გუნდის შემადგენლობა ასეთია:

-60კგ 

ამირან პაპინაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ

ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ

ზებედა რეხვიაშვილი

-90კგ

უშანგი მარგიანი
ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ

გურამ თუშიშვილი

აქედან, სამი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი, ზებედა რეხვიაშვილი და უშანგი მარგიანი ტურნირზე განუთესავები იქნებიან. 

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 131 ქვეყნის 815 მონაწილე მიიღებს. აქედან, 501 მამაკაცია, ხოლო 314 – ქალი.

ბაქო, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს 20-დან 27 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად