მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შვედეთმა ესპანეთს 2:1 სძლია

სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროზონის B ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სტოკჰოლმის „ფრენდს არენაზე” გამართულ შეხვედრაში ესპანელები მე-5 წუთზე კარლოს სოლერის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ.
 
მასპინძლებმა თამაში ცენტრიდან განაახლეს და საჯარიმო მოედნისკენ გაგზავნილი ბურთი, ესპანელთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ ალექსანდრ ისაკმა დაახლოებით 14 მეტრის მანძილიდან გაგზავნა სტუმართა კარში.
 

შეხვედრის 57-ე წუთზე ვიქტორ კლასონმა მასპინძლები დააწინაურა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

 
შვედეთი 3თ → 9ქ
ესპანეთი 4თ → 7ქ
კოსოვო 3თ → 3ქ
საბერძნეთი 2თ → 2ქ
საქართველო 4თ → 1ქ
კომენტარები
იტვირთება...