მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ფრანგებმა სახლში ბოსნია და ჰერცოგოვინას ვერ მოუგეს

სტრასბურგში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ევროზონის D ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

სტრასბურგის „სტად დე ლა მენო”-ზე საფრანგეთმა ბოსნია და ჰერცოგოვინას უმასპინძლა

შეხვედრის პირველის ნახევრის 36 წუთზე მილანის „ინტერში” მოთამაშე ედინ ჯეკომ სტუმრები დააწინაურა.

ოთხი წუთის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოში” მოთამაშე ანტუან გრიზმანმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან 6 წუთი იყო გასული, როდესაც მსაჯმა „სევილიას” შემადგენლობაში მოთამაშე ჟიულ კუნდე გააძევა და ფრანგები ათნი დარჩნენ, თუმცა ბოსნიელებმა რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეzლეს და შეხვერდა ფრედ, 1:1 დასრულდა.

საფრანგეთი 4თ → 8ქ
უკრაინა 4თ → 4ქ
ფინეთი 2თ → 2ქ
ბოსნია 3თ → 2ქ
ყაზახეთი 3თ → 2ქ

კომენტარები
იტვირთება...