მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფში დანიამ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ევროზონის F ჯგუფში მორიგი შეხვედრები გაიმართა

კოპენჰაგენის „პარკენზე” დანიელებმა მე-14 და მე-15 წუთებზე აიღეს შოტლანდიელთა კარი და შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ფარერები სახლში ისრაელთან 0:4(0:2) დამარცხდნენ, მოლდოვამ სახლში ავსტრიასთან 0:2(0:1) წააგო.

დანია 4თ → 12ქ
ისრაელი 4თ → 7ქ
ავსტრია 4თ → 7ქ
შოტლანდია 4თ → 5ქ
ფარერები 4თ → 1ქ
მოლდოვა 4თ → 1ქ

კომენტარები
იტვირთება...