მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საბერძნეთმა შვედეთი 2:1 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროზონის B ჯგუფში მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა

ათენში, „სპიროს ლუისზე”, საბერძნეთმა სამი ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა და პირველი მარცხი აგემა ზედიზედ სამი თამაშის მომგებ შვედეთს.

ანგარიში 62-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასეტასმა გახსნა. 78-ე წუთზე ევანგელოს პალიდისმა მეორე გოლი გაიტანა შვედეთის კარში. მე-80 წუთზე რობინ კუესონმა ერთი გოლი გაქვითა.

კოსოვოში ესპანეთი 35-ე წუთზე პაბლო ფორნალსის მიერ გატანილი გოლი დაწინაურდა. მე-2 გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე ფერან ტორესმა გაიტანა

ესპანეთი 6თ → 13ქ
შვედეთი 4თ → 9ქ
საბერზნეთი 4თ →6ქ
კოსოვი 5თ → 4ქ
საქართველო 4თ → 1ქ

კომენტარები
იტვირთება...