მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროზონის C ჯგუფში მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა

ბაზელში, წმინდა იაკობის სახელობის პარკის სტადიონზე, შვეიცარიის და იტალიის ნაკრები გუნდების შეხვედრაში ანგარიში არ გახსნილა – 0:0. შეხვედრის53-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე იან ზომერმა ჟორჟინიოს მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია

ბულგარეთმა ლიტვას ივაილო ჩოჩევის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.

იტალია 5თ → 11ქ
შვეიცარია 3თ → 7ქ
ბულგარეთი 5თ → 5ქ
ჩრდილოეთ ირლანდია 3თ → 4ქ
ლიტვა 4თ → 0ქ

კომენტარები
იტვირთება...