მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე 1 დღით ადრე საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

მაროკოს ქალაქ მარაკეშში ახალგაზდა ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარებს.

წარმატებით გამოდიან მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები. მათ ანგარიშზე 3 ოქოს და 1 ბრინჯაოს მედალია.

ქალთა შორის 57კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე უნგრელი ანდრეა კარმანი, სლოვენიელი კაია კაიზერი, ნიდერლანდელი შანონ ვან დე მეებერგი და სამხრეთ კორეელი მიმი ჰუჰი დაამარცხა იპონებით, ხოლო ფინალში, ასევე იპონით, 57 წამში სძლია იაპონელ ჰაკამატა კანაკოს.

81 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ახალკაცმა ფინალამდე მოლდოველი კატალინ მარიანი, ყაზახი აიბოლ ნისანალი, კანადელი ალექსანდრე არენციბია, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრაზილიელიო ჟილერმე შმიტი დაამარცხა იპონებით, ფინალში რუს დავიდ კარაპეტიანთან კი ვაზარს მალევე იპონი მიაყოლა და ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური იპონებით გაცდა უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს, არგენტინელ მარიანო კოტო ბერსიერს, სამხრეთ კორეელ იუიოპ ჰანს და იაპონელ კოსუკე მაშაიამას და ფინალში გავიდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალის მსგავსად აქ მას მეტოქედ კვლავ უნგრელი როლანდ გაზი ჰყავდა. ლაშა ბექაურმა ამჯერადაც აჯობა მეტოქეს, იპონით დაამარცხა იგი და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

81 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მოულოდნელად დამარცხებულმა ტატო გრიგალაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იპონით დაამარცხა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს ტატამზე გავლენ:
+18 კგ სალომე მაკიშვილი
100კგ – ილია სულამანიძე
+100 კგ გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი.

გუნდურ ჩათვლაში ამ დროისთვის პირველ ადგილზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად