მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარს დაუჭერს

განათლების მასშტაბურ რეფორმასა და ქვეყანაში ინოვაციების განვითარების ხელშესაწყობად გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას და საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილ მაშსტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად აღნიშნული სექტორის დაფინანსებაზე ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მიიმართება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია.

ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მხარს დაუჭერს, რათა ქვეყანა ამ კუთხით რეგიონის ლიდერი გახდეს.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას და დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...